Thursday, December 6, 2012

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის კანდიდატების CV და კონცეფციები

         მოგეხსენებათ, 2012 წლის 21 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის არჩევნებია. თანამდებობის დასაკავებლად საბუთები შემოიტანეს: რევაზ ჯორბენაძემ (CV), ანდრო ბარნოვმა (CV) და ლელა გაფრინდაშვილმა (CV).



დეკანობის კანდიდატთა კონცეფციები:

ლელა გაფრინდაშვილი
ანდრო ბარნოვი
რევაზ ჯორბენაძე

Wednesday, October 31, 2012

რა არის საზოგადოებრივი გეოგრაფია

რა არის საზოგადოებრივი გეოგრაფია

 საზოგადოებრივი გეოგრაფია (Human Geography) არის გეოგრაფიის ერთ - ერთი ძირითადი ქვედარგი. საზოგადოებრივი გეოგრაფია არის სოციალური მეცნიერებების განშტოება, რომელიც სწავლობს მსოფლიო მოსახლეობას, საზოგადოებას და კულტურას, განსაკუთრებით, მათ ურთიერთობას სივრცეში და ტერიტორიაზე. საზოგადოებრივი გეოგრაფია ფიზიკური გეოგრაფიისგან ძირითადად იმით გამოიყოფა, რომ ის უფრო ფართოდ ფოკუსირდება საზოგადოებრივ აქტივობებზე და ძირითადად კვლევების თვისებრივ მეთოდოლოგიას ითვისებს. როგორც მეცნიერების დარგი, საზოგადოებრივი გეოგრაფია განსაკუთრებით მრავალფეროვანია და თავისი მეთოდოლოგიითა და თეორიული მიდგომებით სამეცნიერო საქმიანობას უახლოვდება.
გეოგრაფიულ ცოდნას, როგორც ფიზიკურს ისე სოციალურს, ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. გეოგრაფიის ისტორიას თუ გადავხედავთ, გეოგრაფები უფრო ხშირად ცნობებს მოსახლეობის შესახებ გვაწვდიდნენ
1830 წელს ინგლისში დაარსდა გეოგრაფიის სამეფო საზოგადოება, თუმცა გაერთიანებულ სამეფოს 1917 წლამდე გეოგრაფიული კათედრა არ ჰქონდა. პირველი ნამდვილი მოაზროვნე გეოგრაფიაში გამოჩნდა ჰალფორდ ჯონ მაკინდერი, რომელიც 1887 წელს ოქხფორდის უნივერსიტეტში ლექტორად დაინიშნა. 1888 წელს ამერიკაში დაარსდა გეოგარფიის ნაციონალური საზოგადოება, რომელმაც სამეცნიერო ჟურნალ National Geographic - ის გამოშვება დაიწყო, რამაც გეოგრაფიული ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.  
ფიზიკურ და საზოგადოებრივ გეოგრაფიას შორის კავშირს ყველაზე კარგად ენვირონმენტალისტური დეტერმინიზმი ასახავს, რომელიც პოპულარული მე - 19 საუკუნეში კარლ რიტერის წყალობით გახდა. მისი თეორიის მიხედვით, საზოგადოების ფიზიკურ, მენტალურ და მორალურ უნარ - ჩვევებზე გავლენას გეოგრაფიული გარემო ახდენს. თუმცა მე-19 საუკუნის შუა წლებში ენვირონმენალისტური დეტერმინიზმი კრიტიკის საგანი გახდა, ვინაიდან თანამედროვე მეცნიერებასთან დაკავშირებული  მეთოდოლოგიური სიმკაცრე აკლდა, ხოლო, მოგვიანებით ეს თეორია რასიზმისა და იმპერიალიზმისმსახურადმიიჩნიეს.
მე - 19 საუკუნის ბოლოსა და მე - 20 საუკუნის პირველ ნახევარში საზოგადოებრივი და ფიზიკური ასპექტების მსგავსი ურთიერთობა შეინიშნებოდა რეგიონალურ გეოგრაფიაში. რეგიონალური გეოგრაფიის მთავარი მიზანი რეგიონებს შორის სივრცის გამოყოფა და შემდეგ თითოეული რეგიონის უნიკალური მახასიათებლების საზოგადოებრივ და ფიზიკურ ასპექტებში აღწერა იყო. პოსიბილზმსა და კულტურულ ეკოლოგიას შორის, რომლებიც საზოგადოებასა და კულტურაზე გარემოს თითქმის მსგავს ზემოქმედებას განიხილავენ, დამაკავშირებელ რგოლად ენვირონმენტალისტური დეტერმინიზმი დარჩა.
1960-იანი წლებშირაოდენობრივმა რევოლუციამრეგიონალური გეოგრაფიის მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. მკაცრი სამეცნიერო მეთოდოლოგიის ნაკლებობისა და დისციპლინის აღწერილობითი ხასიათის გამო, გეოგრაფიის გეოლოგიისგან გამოყოფის, და საზოგადოებრივი და ფიზიკური ქვედარგების პრობლემის არსებობის გამო, მე - 20 საუკუნის შუა წლებში მეცნიერებმა სივრცითი პრობლემების გადასაწყვეტად  სტატისტიკური და მათემატიკური მეთოდების გამოყენება დაიწყეს. “რაოდენობრივი რევოლუციისდროს აღნიშნული მეთოდოლოგიის განვითარების  შედეგი თანამედროვე გეოინფორმაციული სისტემების არსებობაა. სტატისტიკური, სივრცითი მეთოდოლოგიისა და პოზიტივისტური მიდგომების გამოყენება თამაშობს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მრავალ განშტოებაში დღესაც მნიშვნელოვან როლს.
1970-იან წლებში კრიტიკის სიმრავლემ გეოგრაფიის სხვადასხვა დარგებად დაყოფის საკითხი წამოჭრა, შესაბამისად, დღეს გეოგრაფიის მრავალი ქვედარგი არსებობს: კრიტიკული გეოგრაფია (ემყარება კრიტიკულ თეორიას), ბიჰევიორისტული გეოგრაფია, რადიკალური გეოგრაფია, ფემინისტური გეოგრაფია, ნეოკულტურის გეოგრაფია

საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესწავლის ძირითადი სფეროებია

კულტურა (კულტურის გეოგრაფია შეისწავლის კულტურის პროდუქტებსა და ნორმებს და მათ სახესხვაობებს ადგილისა და სივრცის მიხედვით. ის ერთი ადგილიდან მეორეზე  ენის, რელიგიის, ეკონომიკის, მთავრობის და სხვა კულტურული ფენომენების ცვლილებასა ან ურყეობას აღწერს და აანალიზებს და ასევე, საზოგადოების სივრცობრივი ფუნქციონირების თავისებურებას გვიხსნის).
განვითარება (განვითარების გეოგრაფია  ეს არის ადამიანთა ცხოვრების დონისა და ხარისხის მითითებით დედამიწის გეოგრაფიის შესწავლა. ასევე დედამიწის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის განლაგებას, განაწილებასა და სივრცობრივ ორგანიზებას შეისწავლის).
ეკონომიკა (ეკონომიკური გეოგრაფია საზოგადოების ეკონომიკურ სისტემებსა და ბიოფიზიკურ გარემოს შორის დამოკიდებულებას იკვლევს).
ჯანმრთელობა (ჯანმრთელობის გეოგრაფია ესაა ჯანმრთელობის, დაავადებების და ჯანდაცვის შესწავლის მიზნით გეოგრაფიული ინფორმაციის, პერსპექტივების და მეთოდების გამოყენება).
ისტორია 
პოლიტიკა 
მოსახლეობა
დასახლება   


ფილოსოფიური და თეორიული მიღწევები:

·         ბიჰევიორისტული გეოგრაფია
·         კრიტიკული გეოგრაფია
·         ფემინისტური გეოგრაფია
·         მარქსისტული გეოგრაფია
·         პოზიტივიზმი
·         პოსტკოლონიალიზმი
·         პოსტსტრუქტურალისტური გეოგრაფია
·         ფსიქოანალიტიკური გეოგრაფია
·         სივრცობრივი ანალიზი
·         ფსიქოგეოგრაფია
·         არაწარმომადგენლობითი თეორია

Tumca, aseTi zogadi informacia araa sakmarisi misTvis, vinc momavalSi apirebs, rom sazogadoebrivi geografia momaval profesiad airCios. yvelasTvis saintereso kiTxvaa, Tu sad dasaqmdebian geografebi? am sakiTxis bundovanebas iwvevs is garemoeba, rom geografis terminulad Sesatyvisi Tanamdeboba iSviaTad Tu Segvxvdeba.
aseTi mdgomareobis miuxedavad, SeiZleba iTqvas, rom geografis SedarebiT konkurentunarianobas Sromis bazarze ganapirobebs geografiuli codnis farTo da mravalferovani xasiaTi. SegviZlia gamovyoT geografebis dasaqmebis yvelaze tipiuri sferoebi da seqtorebi:
Ø  yvela donis saxelmwifo mmarTvelobis organoebi da samoqalaqo seqtori.
Ø  ganaTlebisa da mecnierebis sfero ( umaRlesi saswavleblebi, kvleviTi dawesebulebebi da saSualo skolebi).
Ø  kerZo biznesi, gansakuTrebiT, turistuli, marketinguli, developeruli firmebi da kompaniebi.
Ø  saerTaSoriso saqmianoba da diplomatiuri samsaxuri.
unda aRiniSnos, rom sazogadoebrivi geografia, rogorc saswavlo disciplina, saqarTveloSi mxolod Tbilisis saxelmwifo universitetSi iswavleba.
             
                             ase, rom arCevani Tqvenzea!



mariam geletaSvili
Tbilisis saxelmwifo universiteti
socialur da politikur mecnierebaTa fakulteti
sazogadoebrivi geografia