Friday, October 26, 2012

საზოგადოებრივი გეოგრაფია


 საზოგადოებრივი გეოგრაფია (ინგლ. Human Geography; რუს. социально-економическая география) — დასავლური მიდგომის შესაბამისად, ეს არის გეოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ამ მეცნიერების ყველა ასპექტს, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც უშუალოდ ეხება ფიზიკურ (ბუნებრივ) გარემოს, და ისეთი გეოგრაფიული დისციპლინებისა, რომლებიც შეისწავლიან წმინდა ტექნიკურ საკითხებს. მთლიანად გეოგრაფიის მსგავსად, საზოგადოებრივი გეოგრაფიაც მოიცავს სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ სფეროს:
  • ·         სივრცობრივ ანალიზსსაზოგადოების არსებობის და საქმიანობის აღრიცხვასა და აღწერას დედამიწის ფარგლებში.
  • ·         ადამიანებისა და მათი გარემოს (როგორც ბუნებრივის, ასევე სოციალურ-ეკონომიკურის) ურთიერთკავშირსა და ურთიერთქმედებას.
  • ·         რეგიონულ სინთეზსრომელიც ახდენს პირველი ორი საკითხის კომბინირებას განსაზღვრული ადგილმდებარეობის ფარგლებში.

 გვიანდელი საბჭოური მეცნიერება მას განიხილავდა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ გეოგრაფიასსამეცნიერო დისციპლინების კომპლექსს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი წარმოების გადაადგილებისა და მოსახლეობის განსახლების კანონზომიერებებს, სხვა სიტყვებითსაზოგადოების ტერიტორიულ ორგანიზაციას.

 დღესდღეობით, საზოგადოებრივი გეოგრაფია მარტივად შეიძლება დავახასიათოთ როგორც მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის საზოგადოების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცე-დროით თავისებურებებს.

No comments:

Post a Comment